LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარისა და დაშინების მეთოდები გაამრავალფეროვნა: მეზვრიშვილი

40
ნათია მეზვრიშვილი

“„სუს-ის, პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის გამოყენებით, ჩვენს მხარდამჭერებსა და ლოიალურად განწყობილ პირებზე მასობრივი ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მათ პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ,” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარისა და დაშინების მეთოდები გაამრავალფეროვნა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 2011-12 წლების მსგავსად, მთავრობა ბიზნესზე ზეწოლისა და ოჯახის წევრების დაშინების მეთოდებს დღესაც აქტიურად იყენებს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა, რომ ხელისუფლება რიგით საჯარო მოხელეთა “ფეისბუქპოსტებს” და “ლაიქებს” დასდევს:

“სამწუხაროა, მაგრამ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის სუს-ს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას და შემოსავლების სამსახურს იყენებს. საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ამ ფაქტებზე რეაგირებას უნდა ახდენდნენ, ხელისუფლებას ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰყავს ჩართული. ჩვენ თითოეული რიგითი თანამშრომლის, ვისაც ამის გაკეთება უწევს, კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ამ პროცესებზე პასუხისმგელობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ.

განსაკუთრებით მძიმეა, რომ ხელისუფლება რიგით საჯარო მოხელეთა “ფეისბუქპოსტებს” და “ლაიქებს” დასდევს. მაგალითად, გურიაში ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერის ახლობელი სამსახურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ მან გიორგი გახარიასთან ერთად ფოტო გადაიღო.” – თქვა მეზვრიშვილმა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სამეგრელოს რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ადამიანებს ეუბნებიან, რომ ჩვენს პარტიას ხმა არ მისცენ:

“სუს-ის, პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის გამოყენებით ჩვენს მხარდამჭერებსა და ლოიალურად განწყობილ პირებზე მასიური ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მათ პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ.

სამეგრელოს რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ადამიანებს ეუბნებიან, რომ ჩვენს პარტიას ხმა არ მისცენ, რადგან, მათი თქმით, სექტემბერში პარტიის წევრებზე აპირებენ კომპრომატების გამოქვეყნებას და მოსახლეობას ამით აშინებენ.” – აღნიშნა მან.

მან დახმარება აღუთქვა თითოეულ მხარდამჭერს, პარტიის თითოეულ წევრს ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის სამართლებრივი მიმართულებით დახმარების ნაწილში და აღნიშნა, რომ დღესვე აუცილებლად თითოეული ამ ფაქტის შესახებ დეტალურად შეატყობინებენ საერთაშორისო პარტნიორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები