LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას ვაძლევთ 10 დღიან ვადას, გააუქმოს ე.წ. პრაიდი: ლევან ვასაძე

112
levaniko

„ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს,  დაანონსებული ე.წ. პრაიდი გააუქმოს.

მისი თქმით, რათა ამით დესტაბილიზაციის ტავიდან აცილება მოხდება.

ვასაძის განცხადებით, 10 დღის შემდეგ თუკი სახელმწიფო მათ მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მოსახლეობას თვალწინ მკაფიო პასუხი ექნება.

„25 ივნისამდე ხელისუფლებას ვადას ვაძლევთ. 10 დღის შემდეგ თუკი სახელმწიფო ჩვენს მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მაშინ მთელს მოსახლეობას თვალწინ ექნება მკაფიო პასუხი, რომ სახელმწიფოც ლუსტრირებულია ამ პროცესში, როგორც მისი თანამონაწილე.

ამის შემდეგ უკვე ყველა თავის შესაბამის ზომებს მიიღებს. დღეს არის 15 ივნისი, ვაძლევთ ხელისუფლებას 10 – დღიან ვადას, გააუქმოს დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი.

რაც შეეხება 5 ივლისს, მსვლელობის დასასრულს, ამ მსვლელობას ქართველი ხალხი მაინც არ დაუშვებს. ეგ არ ჩატარდება, უბრალოდ, მანდ სპონტანურად უამრავი ხალხი მივა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ე.წ. პრაიდი, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს დაგეგმილია „თბილისი პრაიდი“ ღირშესანიშნაობის მარშს გამართავს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g