LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს

110
კჯჰგფ

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც ღამით მეწყერი ჩამოწვა, ორი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი მამაკაცი, რომლებიც სოფელში მანქანით გადაადგილდებოდნენ.

წუხელ ღამით 22:00 სათზე დაწყებულმა მეწყერმა, ერთი სახლი და ორი მანქანა მოიყოლა. სოფელ ჯოჭოში თედორაძეების სახლი სრულად მიწაშია ჩაფლული. მეწყერის დროს სახლში მშობლები, 16 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

ასევე, გვიან ღამით ადგილზე დამატებითი ჯგუფები ჩავიდნენ სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები