LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, პროგნოზი არ არის საიმედო – ამირან გამყრელიძე

86
amiran

არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.

„პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, თუმცა როდის, ამ ეტაპზე უცნობია.

„დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება, ვერ გეტყვით როდიდან. ზუსტ თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა „მწვანე პასპოტთან მიმართებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g