LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

122
ავარია

ხობი-სენაკის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ ხეს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობითვე, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები