LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: „მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე – უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს“

181
ელენე და სტრასსბურგი

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია 12 დეკემბერს, სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება და ამბობს, რომ „მთავარი არხისა“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეები პირდაპირ კავშირშია ევროპულ პერსპექტივასთან.

„მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე -„ქართულმა ოცნებამ“ უკვე კონკრეტულ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გამოსავალი არის ერთადერთი – მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს და რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს დაემშვიდობება“, – აცხადებს  „დროას“ ლიდერი.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბრიუსელიდან გუშინ მოვისმინეთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიუსელიდან მას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მას ევროპულ პერსპექტივაზე კონკრეტული ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი გააჩნია.

„სტრასბურგიდან, სადაც ქართველი ხალხის ნება, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის საკითხი წყდება, ადგილიდან, საიდანაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად, ჩვენი ინტერესების დაცვის ხმა უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინეთ. ევროპარლამენტარები, ადამიანები, ვინც გულწრფელად მოწადინებულები არიან, რომ ქართველი ხალხის ნება განხორციელდეს და ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ, საუბრობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის, პოლიტპატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამაზე დასაბუთებულად, საერთაშორისო მედიკოსების და ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე საუბრობდნენ.

ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისგან მოვისმინეთ ხაზგასმა, რომ მათ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამასთანავე წევრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ერთ-ერთი მოთხოვნა – სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებთან.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია, რისთვისაც გადაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ. ქვეყანაში, რომელსაც უნდა, რომ ევროპის წევრი გახდეს და პირდაპირ ითქვა, რომ ამ პირობებში, როდესაც სასამართლო არათუ არ იცავს ადამიანს, არამედ სიკვდილის საფრთხეს უქმნის, რა თქმა უნდა, ასეთ პერსპექტივაზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე:

ყოჩაღ, აფერუმ ქალბატონო სანდრა.. კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ხართ ძლიერი ხასიათის ქალბატონი: გუბაზ სანიკიძე

მიუხედავად ყველაფრისა, სანდრა არის მოსიყვარულე თავისი ოჯახის, ქმრის და კარგი დედა.. სანდრასნაირი პირველი ლედი საქართველოს არ ჰყოლია: ნიკოლოზ სააკაშვილი

“თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, რთული იქნება ვთქვათ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდება” – მირიამ ლექსმანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g