LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: გუშინ კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გახარიას პროვოკაციას უწყობდნენ

150
1

არჩევნების წინ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გიორგი გახარიას პროვოკაციას უწყობდნენ.

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ახალი ვერაფერი ისწავლა და მერაბიშვილის შპარგალკებით მუშაობს:

“გუშინ კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გახარიას უწყობდნენ პროვოკაციას, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომლის მეშვეობით. თან ქალის თემაც “შემოაგდეს”.

გამახსენდა 2012 წლის ისტორია, როცა ბიძინას დაცვის თანამშრომელი “ალაპარაკდა” არჩევნების წინ. მოკლედ, ახალი ვერაფერი ისწავლეს, მერაბიშვილის შპარგალკებით მუშაობენ…” – წერს ხუხაშვილი ფეისბუქში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები