LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ 15:00 საათიდან 17:00 საათამდე გადაიკეტება მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე: ნიკა მელია

198
ნიკა მელია

„ხვალ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე“, – ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, მას ესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!

„სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა!

გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში!

რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა!

პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g