16 სექტემბერს 09:00 საათზე, ნაძალადევის რაიონში 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, შეზღუდვა მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ახალ გაზსადენზე გადართვის სამუშაოებს უკავშირდება.

გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ც. დადიანის ქ. 34-ში მდებარე კორპუსების, ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსის”, შპს ,,მოდერნ დეველოპმენტის”, შპს ,,თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო”-ს, შპს ,,ლივინის” საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს ,,სამშენებლო კომპანიის”, შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,პირველი სამედიცინო ცენტრი”, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს ,,ხვასტაგი”, 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს ,,ნიკორა”, შპს ,,ოაზისი”, შპს ,,არბო 2009” და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა პარასკევს, 17 სექტემბრის 10:00 სთ-დან დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

“თბილისი ენერჯი” შექმნილი დისკომფორტის გამო აბონენტებს ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის ონკანები კი გაზმომარაგების სრულად აღდგენამდე დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები