LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებენ

145
FORTUNA.GE (11)

პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისსა და იმერეთში რესტორნების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება.

„დღეს 919 გვაქვს მაჩვენებელი, და როგორც ჩანს, ძალიან მალე 1000-ს გადავაბიჯებთ. ჩვენ გვაქვს ვირუსთან ბრძოლის თანმიმდევრული გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან ისე გამოვიდეთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკას.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ხვალიდან თბილისსა და იმერეთში, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება შეიზღუდება 22:00 საათიდან.

სამწუხაროდ, რვა თვის შემდეგ მსოფლიომ ვერ ნახა ვირუსთან ბრძოლის იმაზე უფრო უკეთესი ბრძოლის მეთოდი, ვიდრე არის პირბადი, დისტანცია და ხელების დაბანა“, – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები