LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში: თენგიზ ცერცვაძე

91
zurabishvili-administraciaa3

“ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოწოდებები, რაც ვაქცინაციისკენ იყო მიმართული არასაკმარისი აღმოჩნდა.

“ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. მოწოდებები ვაქცინაციისკენ იყო, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა. ჩვენ ხომ შეგნებული ერი ვართ, მით უმეტეს, ექიმები. ექიმებს ვაქცინაციისკენ მოწოდება უნდა სჭირდებოდეთ? არ უნდა სჭირდებოდეთ,”-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები