LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „რა მესამე ძალაში უნდა მოვიაზრო თავი, კაცო? პირველი ძალა ვარ – „ლელოსგან“ პოლიტიკაში ფულის ინვესტირების ყველაზე სწორი გზა იქნება, „გირჩი“ დააფინანსოს“

139
იაგო ხვიჩია - IPN-ს ფოტოა - მიაწერეთ!

„რა მესამე ძალაში უნდა მოვიაზრო თავი, კაცო? მე პირველი ძალა ვარ, ასე მგონია, საერთოდ, რა შუაშია მესამე ძალა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკაში ფულის ინვესტირების ყველაზე სწორი გზა იქნება, „გირჩი“ დააფინანსოს და არა ის, რომ თვითონ აკეთონ ის საქმე, რაც არ გამოსდით“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ „სხვა საქმე გამოსდით კარგად, ფულის შოვნა და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვისაც პოლიტიკის კეთება მათზე უკეთ გამოსდის“:

„ეს უნდა გაეკეთებინათ თავიდანვე და ასცდებოდნენ იმ გაუგებრობებს, რაშიც აქამდე იყვნენ. ჩემი აზრით, არაფერი არ შეიცვლება „ლელოსთვის“ უკეთესობისკენ, ვიდრე ისინი არ მიხვდებიან, რომ მათი საქმე პირდაპირ არ არის პოლიტიკის კეთება.

მანჯგალაძე: კოალიციური მთავრობა გვჭირდება, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტზე უნდა შეთანხმდეს

„ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ რუსული ოპერატიული ლეგენდის გავრცელების შესაძლებლობა, რომ ისეთი ხალხი დაბრუნდება, დაიწყება რევანში და შურისძიება.“

მათი საქმე არის ბიზნესის კეთება, პოლიტიკის დაფინანსება და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვინც პოლიტიკას აკეთებს, ასეთი ტიპის პროფესია აქვს.

მათ ადრეც დაუშვეს ეს შეცდომა და მგონია, რომ ახლაც თვითონაც შეცდომაში შევლენ და სხვასაც შეცდომაში შეიყვანენ, რომელიც მათ, როგორც მესამე ძალას, ისე შეუერთდება.

იქნება პარტიები, რომლებიც ცალკე მიიღებენ მონაწილეობას, იქნებიან, ვინც გაერთიანდებიან, უბრალოდ, გაერთიანებას უნდა გააჩნდეს პრინციპები და არა ის, რომ მე მესამე ძალას ვქმნი და მოდი, შემომიერთდი.

ელისაშვილი: ხაბეიშვილს უთქვამს, „ოცნების“ დამარცხების გასაღები გვაქვს და თუ სხვები „შეგვეტენებით“, გახეირებთო – ხომ არაერთხელ შემოიკრიბეთ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, დადეთ ბეჭებზე ბიძინა?

ეს არ არის პარტიების გაერთიანება. პარტიების გაერთიანება არის იმ საკითხებზე საუბარი, რაც ამ პარტიებს უნდათ ზოგადად და მათ შორის თანხვედრები მათ ბუნებრივად გააერთიანებთ, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარია დასაწყები, ჯერ, ხომ მოგეხსენებათ, ქართული პარტიები არ საუბრობენ, რა უნდათ.

ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ „გირჩი“ მარტო უნდა გავიდეს არჩევნებზე. პოლიტიკური კონსტრუქცია ზოგადად რას მოიტანს, კაცმა არ იცის, მაგრამ გაერთიანება, როგორც ასეთი და იმის გამო, რომ ვიღაცა მესამე ძალად მიიჩნევს საკუთარ თავს, მათთან ერთად ყოფნა, ჩვენი სტილი არ არის“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მდინარაძე: „სასაცილოა, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს“

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები