LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჰოლი ბერისთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

597
hlberrycianu

54 წლის კიანუ რივზმა საკუთარი ანაბეჭდები ჰოლივუდში დატოვა, სადაც ჩინურ თეატრთან შეკრებილი ჟურნალისტების გარემოცვაში ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ხანგძლივი პაუზის შემდეგ მსახიობი წითელ ხალიჩაზე ჰოლი ბერისთან ერთად გამოჩნდა. შავ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილ რივზს გვერდს თეთრი ფერის მინი-კაბაში გამოწყობილი ჰოლი ბერი უმშვენებდა.

შეგახსენებთ, რომ  მალე ეკრანებზე გამოდის ახალი ფილმი „ჯონ ვიკი 3“, რომელიც ცნობილი ფილმების სერიის გაგრძელებაა. ფილმში მთავარ როლებს სწორედ კიანუ რივზი და ჰოლი ბერი ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები