გია ბაღაშვილი იუბილარია.
თარიღს გადაცემა „ჩვენი შოუ“, რომლის წამყვანიც თავადაა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბატონ გია ბაღაშვილს დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს! სიხარული, ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს თავის ულამაზეს ოჯახთან ერთად!
კიდევ დიდ ხანს გვეამაყოს მისი მამულიშვილური საქმეებითა და მრავალმხრივი შემოქმედებით!“ – აღნიშნულია მილოცვაში.