უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ
„ქართული ლეგიონის არც ერთი მებრძოლი და უკრაინაში მებრძოლი არც ერთი ქართველი „მოტყუებული“ არ არის, ისინი გმირები არიან.
რამდენად მცირეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივისცემა საკუთარი ხალხის მიმართ, რომ იფიქროს, თითქოს ხალხმა სიმართლე არ იცის.
ასევე, რაც შეეხება რუსეთს? – წერს კინზინგერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე და საკუთარ განცხადებას თან ურთავს ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს, რომელიც მან 5 დეკემბერს გააკეთა.
Not a single fighter in the @georgian_legion or Georgian fighter in Ukraine is “tricked.” They are heroes. How little respect does Georgian PM have for his people to imply they don’t know the truth?
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) December 6, 2022