LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკიდან ორსული კოვიდინფიცირებული არ გაქცეულა, გავუშვით – ლევან რატიანი

181
levan ratiani

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებული ორსული კლინიკიდან გაიქცა.

როგორც რატიანმა განმარტა, ორსული კლინიკაში 21 ოქტომბერს შევიდა და მისივე სურვილით, კლინიკიდან შინ, თვითიზოლაციაში გადავიდა.

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ მოხდა, მაგრამ არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი კლინიკა თავიდან ბოლომდე მონიტორულ სისტემაზეა აღჭურვილი. მე, ქალბატონი ლალი, ქალბატონი ქეთი 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ვიმყოფებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ერთი პაციენტი, არც ერთ კითხვაზე უპასუხოდ არ რჩება.

21 ოქტომბერს კლინიკაში შემოვიდა 30 კვირის ორსული.

პროტოკოლის მიხედვით მოხდა პაციენტის გამოკვლევა, იყო მცირე პათოგენური სიმპტომატიკა გამოვლენილი, რომელიც დინამიკაში ჩატარებული მკურნალობის მიხედვით ალაგდა. ვინაიდან ქალბატონს სურდა გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, კლინიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა კლინიკა. ამ წუთას პაციენტი არის სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თავს გრძნობს კარგად“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკიდან ერთ-ერთმა კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა გაქცევა მოახერხა. ინფორმაცია „ტვ პირველმა” პაციენტებზე დაყრდნობით გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები