“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დასკვნას აფასებს.
ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი.
“როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი აღარ გახდება მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია