LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – ამას არ გავაკეთებთ

248
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩასართავად საქართველოდან მოხალისეების გაგზავნა სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავს.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამიტომ მთავრობას პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება უნდა მიეღო:

“რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში.

საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი”, – თქვა კობახიძემ.

კითხვაზე – მაშინ როცა სხვადასხვა ქვეყანამ განაცხადა, რომ მოხალისეებს შეუძლიათ უკრაინაში წასვლა, რატომ არ არის ეს შესაძლებელი საქართველოდან, კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში.

“ეს კეთდება სწორედ ევროპიდან, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს სამხედრო ძალის ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, საქართველო უნდა გახდეს ცხელი ომის ნაწილი? ასე ფიქრობთ? ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე აწყობენ საქართველოში პროვოკაციებს, სურთ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ამაზე პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის წინაშე”, – თქვა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g