LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ

254
ირაკლი კობახიძე

„თქვენი პარტიის მიტინგი იყო, „ნაცმოძრაობის“, როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ, არავის რეაქცია არ ჰქონია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც რუს ტურისტებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ რა ენაზე ისაუბრებს ადამიანი, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

კობახიძემ მაგალითად მიტინგზე დავით არახამიას გამოსვლა და მისი რუსულად საუბარი მოიყვანა და ჟურნალისტს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეთ, როდესაც სხვის რუსულზე ლაპარაკობს ვინმე.

„რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია კანონის ფარგლებში ამაზე იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაც მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა.

რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცებს რომ ლაპარაკობთ.

თქვენი პარტიის მიტინგი იყო, „ნაცმოძრაობის“, როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ, არავის რეაქცია არ ჰქონია, მეც არ მქონია რეაქცია, იმაზე არ გქონიათ რეაქცია, და ახლა თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად რომ ესაუბრება რუს ტურისტს ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა

კობახიძე ლომჯარიაზე: რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს

 

 

 

 

ფოტო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები