LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომიტეტების ერთობლივი სხდომა მანდატურებმა ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

149
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომა დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიტყვით გამომსვლელს ხელს შეუშლიდა, სხდომას დატოვებდა.

სხდომაზე, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიტყვით გამოსვლისას, ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლიშვილი მას კონტრარგუმენტებით დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს მოუწოდა, დეპუტატები გარეთ გაეყვანათ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც  ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ხმაურის ფონზე განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები