LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე გამსახურდია: “ქალბატონის” ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან”

5786
BeFunky-collage (2)

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც გამსახურდია წერს, წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც მისი ძმა ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, მანანა-არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

“ქალბატონის” ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. “ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე”, იყო მათი მოთხოვნა. “აქციის” მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15 დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება,”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g