ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კოვიდ 19-ით კიდევ 3 157 ადამიანი დაინფიცირდა.
პარალელურად, მზარდია ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და დღეს ის 3 230-ია.
კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდინფექციის სტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე stopcov.ge.
დღეს მონაცემები ასეთია:
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 735 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 658 პირი. კოვიდსასტუმროში მყოფთა რაოდენობა 3315-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ შემოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 41.