LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

56
5e61fc62c71f3

აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის გავრცელება გლობალური ეკონომიკური ზრდაზე იმოქმედებს და მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაძლოა, 0.1 – 0.4%-ით შემცირდეს.

ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 77-დან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწიოს.

ამასთან, ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: ტურიზმზე, საქმიან მოგზაურობაზე, ვაჭრობისა და წარმოების კავშირებზე.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები