უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, ახალი კორონავირუსის გამო, საქართველოდან იტალიის მიმართულებით სიხშირეებს დროებით ამცირებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქუთაისი-მილანის საჰაერო ხაზზე ფრენები, კვირაში 4 სიხშირის ნაცვლად, შესრულდება ერთხელ (პარასკევ დღეს).
ქუთაისი–რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება, 2-დან 1 სიხშირემდე, 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში.
Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
ავიაკომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს
ბოლონიის მიმართულებით, 17 მარტიდან 24 მარტამდე Wizz Air კვირაში ორი სიხშირის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიხშირით იფრენს. ქუთაისი-ბარი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში 3 ფრენა გაუქმდება.