LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, სტუდენტები IT ცოდნას დისტანციურად მიიღებენ

129
715-400 (2)

IT აკადმია Step დისტანციურ სწავლებაზე გადადის. როგორც აკადემიაში აცხადებენ, კორონავირუსის გამო, სწავლის ხანგრძლივად შეჩერებამ, შესაძლოა სტუდენტებზე ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს, ამიტომ Step-მა გამოსავალს მიაგნო.

„როგორც იცით, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.

ჩვენ, IT Academy Step Georgia ვეძებთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან, ვცდილობთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი სასწავლო დაწესებულებისთვის, რადგან სწავლის სრულიად შეჩერებით, ერთის მხრივ შეგვიძლია დაველოდოთ სანამ დაავადების ტალღა არ შემცირდება, მეორეს მხრივ, შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში IT ცოდნის მიღების საშუალება არ გვქონდეს და უფრო მეტიც, შესწავლილი მასალა დაავიწყდეთ სტუდენტებს, რაც მათ საკმაოდ უკან დახევს.

საუკეთესო ვარიანტის მოძებნით, ჩვენი აკადემია ექსტრემალურ რეჟიმში დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდა, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეცვა ჩვენი სტუდენტები შესაძლო ინფიცირებისგან, პარალელურად სწავლა გაეგრძელებინათ და წინ წასულიყვნენ საკუთარი ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად“, – აცხადებენ IT აკადმია Step-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები