რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ახალი ინიციატივით გამოდის.

ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინა ჯერ პატიმრებზე გამოსცადონ, სანაცვლოდ კი მათ სასჯელი გაუნახევრონ.

ის ვარაუდობს, რომ მის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვება.

“ის ათი წელი უნდა იჯდეს, ჩვენ კი ვეტყვით: ლაბორატორია შენზე გამოცდას ჩაატარებს, სამაგიეროდ მხოლოდ 5 წელი იჯდები. ათასობით ადამიანი გამოეხმაურება,” – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ჟირინოვსკი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ტესტირება მსჯავრდებულებისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

„თუ 2024 წელს პრეზიდენტის პოსტს მომცემთ, მზად ვარ ჩემზეც გამოსცადოთ ნებისმიერი პრეპარატი ყოველ წელს“, – აცხადებს ჟირინოვსკი.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას, ლენინის მუმიის გაყიდვაც შესთავაზა.

რუსებმა ლენინის გაყიდვა გადაწყვიტეს

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05