ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 135-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 316 389-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 335 769-ია.
კოვიდინფექციამ კიდევ 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 569 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 99 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 261 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 705-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 25 564 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, PCR ტესტით – 14 676.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს – დღიური – 4,16%, ბოლო 14 დღის – 4,26%, ბოლო 7 დღის – 4,13%.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში სულ აცრილია 105 500 ადამიანი, დღიურიად აცრილთა რიცხვი კი 3 613-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.