“კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მათ პნევმონია განუვითარდათ,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, “კოვიდ 19”-ით ინფიცირებული დანარჩენი პაციენტებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სადაც უკვე დაფიქსირდა “კოვიდ 19”, დარჩნენ თვითიზოლაციაში.
“მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, სადაც არის უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის თვითგადაცემა, გაუფრთხილდნენ ოჯახებს, საზოგადოებას და დარჩნენ თვითიზოლაციაში”, – აცხადებს იმნაძე.
შეგახნსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე, კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.