LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ: ჯანდაცვის მინისტრი

169
BeFunky-collage (4)

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და მათი ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში, შესაბამისად, მათი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, არის აპრილის პირველი კვირა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, გვქონდეს პიკი, მარნეულის რეგიონია.

“აქ ჩვენ ვიკვლევთ 150 ათას მოსახლეს და რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება გვყავდეს COVID-19-ით დაინფიცირებული მოსახლეობა. წარმოუდგენელ შრომას დებენ ის ადამიანები, ვინც ახლა მარნეულში პირველ ხაზზე მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იკვლევენ ამ მოქალაქეებს” – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს: ევროკავშირის ელჩი

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შედარებით მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ 19 უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 მოქალაქე რჩება.

5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს
“ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთ”: პატრიარქს სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

პოპულალურები