“მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის,”- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მიმართვაშია ნათქვამი.

კარლ ჰარცელმა კოვიდ 19-ის გამო ჯანდაცვისა და ეკონომიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ყოფილიყო ამ რთულ დროს.

“ოქროს სტანდარტი გვაქვს…ჩინელებმა გვაჩუქეს ტესტი და აპარატურა” – ამირან გამყრელიძე

“ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად.

ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს

“ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთ”: პატრიარქს სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები