გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 313 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 1 881 და გამოჯანმრთელდა 1 515 ადამიანი.
კორონავირუსით 1 881 ადამიანი დაინფიცირდა
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 218 724 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი კი 196 220-ია.