LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების უკან 3-ჯერ მეტი დაუდასტურებელი შემთხვევაა – ეპიდემიოლოგი

1553
4phvrwwa

„ძალიან რთული ეპიდემიოლოგირი მდგომარეობაა საქართველოში. ინფექცია განაგრძობს სწრაფი და ძლიერი ტემპით ზრდას“,-ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი პროგნოზით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ზრდა და ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შემთხვევები არის მხოლოდ ის, რომელიც გამოკვლეულია, დადასტურებულია. ამის უკან დგას 3-ჯერ ან მეტი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ ვერ დასტურდება. ეს ადამიანები ან უსიმპტომოები არიან, ან ვერ ახერხებენ ტესტირებას, ვერ იტარებენ გამოკვლევებს.

შესაბამისად, ყოველდღიურად ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დიდია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით“,-განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

ოთარ ჩოკოშვილმა განმარტა, რომ გავრცელების ზოგადი მაჩვენებლიდან გამომდინარე, პირბადე დაცვის მთავარი იარაღია.

„პირბადესთან ერთად სხვადასხვა ჰიგიენური ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ.

რისკის ქვეშ ვართ. ჯერ კიდევ, ადამიანები ერთმანეთთან შემხებლობაში ყოველგვარი დისტანციის გარეშე იმყოფებიან და აქვთ დაუცველი (პირბადის გარეშე) თუნდაც ღია სივრცეში თავშეყრის დროს მათი დაინფიცირების ალბათობა ძალიან მაღალია“,-განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g