LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია, კონცეფციას ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ: ამირან გამყრელიძე

73
ამირან გამყრელიძე

“ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ, თუ როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ  საკორდინაციო საბჭოს წარედგინება და მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ კოვიდპასორტის დოკუმენტთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და თქვა, რომ ეს არის სერტიფიკატი, რომელიც ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი აღინუსხება, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია იქ იყოს გაქვთ თუ არა გადატანილი დაავადება, ეს განხილვის საგანია. ამის გარკვევა სპეციალური ქიუარ კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერტიფიკატი, რომ თქვენ ორჯერ აიცერით ამა და ამ ვაქცინით” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.