LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფანებმა მას ნიშნობა ტაშით მიულოცეს

234
kristenstuart

კრისტენ სტიუარტი ჯიმი ფელონის შოუს სტუმარი იყო, სადაც მსახიობმა  თავის ახალ როლზე ვრცლად ისაუბრა. ფილმი „სპენსერი“ სადაც სტიუარტი პრინცესა დაიანას როლს ასრულებს, განსაკუთრებულად საინტერესოა კინოკრიტიკოსებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა სწორედ ამ როლმა მოუტანოს სტიუარტს „ოსკარი“.

ფოტო: საოცარი მსგავსება – კრისტენ სტიუარტი პრინცესა დიანას როლში – უახლესი ფოტოები

ყველაზე ემოციური კი შოუს ის მომენტი გახდა, როდესაც ფელონმა სტიუარტს ნიშნობა მიულოცა. წამყვანის მილოცვას მალევე მაყურებელიც აჰყვა და ხანგრძლივი აპლოდისმენტით გაამხნევა სტიუარტი. ამ მომენტის დროს კრისტენმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე, პროდიუსერ დილან მეიერზე დაინიშნა.

„და მან თქვა დიახ“ – ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ კრისტენ სტიუარტი და დილან მაიერი დაინიშნნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g