დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს.
ამჯერად დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
შეხვედრაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, “ევროპული საქართველოს”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, ასევე “გირჩისა” და “გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამი დღის წინ ესტუმრა. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
იმისათვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, დანიელსონი კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.
იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში: კრისტიან დანიელსონი