LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძიზე თვალისმომჭრელი ვიდეორგოლი გადაიღეს – აქ პატარა ნაბიჯიდან გიგანტურ ნახტომამდე, ერთი დაშვებაა (ვიდეო)

118
fc

„როცა მთები გიხმობენ, წადი… წადი იქ, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია… წადი იქ, სადაც ბუნება თავად ქმნის სილამაზეს, სადაც მთები გეტყვიან რომ პატარა ნაბიჯიდან, გიგანტურ ნახტომამდე ერთი დაშვებაა… შეიგრძენი საუკუნის ტოლფასი ბედნიერების წამი – დაეშვი იქ, სადაც საუკეთესო მასპინძლები ცხოვრობენ და შენზე ზრუნავენ…. გახსოვდეს, რომ მოგონებები, რომლებსაც ღიმილი ახლავს – არასდროს იკარგებიან – ეს საქართველოს მთებია, ეს გოდერძია“, – ამ საოცარ სიტყვებს მოისმენთ ვიდეორგოლში, რომელსაც აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. თვალისმომჭრელი ვიდეორგოლი კურორტ გოდერძიზე არსებულ სიტუაციას ასახავს.

შეგახსენებთ, კურორტ გოდერძიზე სამთო-სათხილამურო ტურისტული სეზონი 14 იანვარს, ანუ გუშინ გაიხსნა.

ახალ ტურისტულ სეზონს კურორტი წელს, ახლადგახსნილი სქაი ლაუნჯით, საციგურაო მოედნით, სათხილამურო აკადემიით, განახლებული კოტეჯებით, ჰოსტელითა და სასტუმროთი ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები