პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე უცხოელ პარტნიორებს მოუწოდებს, არ შეხვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უცხოეთში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ანა დოლიძე კამპანიას – #NO Business with Dream #NBD იწყებს:
„იმის პარალელურად, რომ ღიად ლანძღავენ ევროკავშირს და დასავლეთს, იღებენ ავტორიტარულ კანონებს და გამოშიგნავენ შემორჩენილ დამოუკიდებლობის კუნძულებს, ღიად ხარჯავენ ჩვენ ფულს და დასეირნობენ ევროპაში, ხვდებიან პარტნიორებს და ღმერთმა იცის, რას ამბობენ იქ. ეს მაიმუნობა, ქვეყნის ბედით თამაში უნდა დასრულდეს. ამიტომ დღეიდან მე დავიწყებ კამპანიას #NO Business with Dream #NBD
მოვუწოდებ ყველას, ვინც შეხვდა და აპირებს შეხვდეს „ქოცებს“ უცხოეთში, ნუ მისცემენ მათ ლეგიტიმაციას, არ შეხვდნენ, ვინაიდან ეს არის სამარცხვინო, ანტიდემოკრატიული ჯგუფისთვის ასპარეზის მიცემა.
ეს უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ „ოცნება“ ამ პროექტს უკან არ წაიღებს. მოვუწოდებ ყველა ჯგუფს, შემოუერთდეს ამ კამპანიას და გააძლიეროს იგი.“ – განაცხადა ანა დოლიძემ