LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვია 4 კვირა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს – ქვეყანაში მორიგი ეპიდაფეთქებაა

102
lokdauni

ლატვიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე დაიკეტება სკოლები, მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები.

იმუშავებენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველაზე საჭირო სამსახურები.

საღამოს რვიდან დილის ხუთ საათამდე იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში ლატვია რუმინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით. ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესება სექტემბრის ბოლოდან დაიწყო.

უკვე რამდენიმე დღეა ლატვიაში ყოველდღიურად აღიციხება 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა. წინა კვირასთან შედარებით, მატება 49%-ია. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსაც.

ე.წ. ლოკდაუნის გადაწყვეტილება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა გამოაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საფრთხეშია, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა კი ვაქცინაციაა. ლატვიის პრემიერმა ეპიდსიტუაციის გაუარესება სწორედ ვაქცინაციის დაბალ ტემპს დაუკავშირა. ლატვიაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით ორი მილიონია, აცრა გაკეთებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 54%-ს.

პანდემიის დაწყებიდან ლატვიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 186 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 2900-ს უახლოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები