LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

52
latviia-f6aefdee (1)

ლატვიამ რუსეთთან მოსაზღვრე სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანამ ასევე დახურა ერთ-ერთი გადასასვლელი რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში.

მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციაა. 

ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი“ – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი მობილიზაციაზე

საგანგებო მდგომარეობა 28 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ალუკსნეს, ბალვას და ლუძას რეგიონებში იმოქმედებს.

„ეს გადაწყვეტილება დამტკიცდა, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციიდან გამომდინარე, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების გააქტიურების და ლატვიის უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები