LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე რუსეთი ვინმესთან საუბარს არ აპირებს, კიევი დიალოგისთვის მზად არ არის

152
Untitled design (3)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ კიევი დიალოგისთვის მზად არ არის.

სერგეი ლავროვმა ამის შესახებ „რია ნოვოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა და უკრაინის პრეზიდენტის „მშვიდობის ფორმულას“ მოჩვენებითი უწოდა. 

ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ზელენსკის ამ ფორმულაზე მოლაპარაკებას არ აპირებს:

„რუსეთი არ აპირებს ვინმესთან საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე. ცხადია, კიევი არ არის მზად დიალოგისთვის.

ყოველგვარი იდეისა და „მშვიდობის ფორმულის“ წამოყენებით, ზელენსკი გულისხმობს დასავლეთის დახმარებით ჩვენი ჯარების გაყვანას რუსეთის ტერიტორიიდან – დონბასის, ყირიმის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან, ასევე სხვადასხვა ტრიბუნალზე რუსეთის ხილვით. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში არავის ველაპარაკებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის იდეა მოსკოვს არ მიუტოვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები