LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას კლიპის პრემიერა 13 სექტემბერს შედგება

350
69109127-414876132475912-4073947712012156928-n

ლელა წურწუმიას ახალი სიმღერის „წამიყვანე სიყვარულთან“ რადიოპრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში 13 სექტემბერს შედგება, ამავე საღამოს კი Roof უმასპინძლებს კლიპის პრემიერას, რომელიც რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. ახალი კომპოზიცია ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტი – ირინა სანიკიძეს. ორივე მათგანთან ლელას დიდი ხნის მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს.
კლიპის პრემიერაზე იმღერებენ მაკა ზამბახიძე და ჯგუფი „ნონ სტოპი“ წარდგება მაყურებლის წინაშე, ლელა წურწუმია კი რამდენიმე დუეტს შეასრულებს. საღამოს სტუმრები იქნებიან მედიის წარმომადგენლები, რომელთაც ვრცლად გააცნობენ 4 ოქტომბერს დაგეგმილი სოლოკონცერტის შესახებ ინფორმაციას.

მომღერალი 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზულ სოლოკონცერტს მართავს, რომლის პროგრამა და მონაწილეების სია 4 სექტემბერს, კონცერტამდე ერთი თვით ადრე, ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ბილეთებს. ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge. ფასი 15-30 ლარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები