მომღერალი ლელა წურწუმია დაგეგმილ კონცერტს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აუქმებს. ამის შესახებ ლელა, ასევე პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო დღევანდელი კონცერტი რა თქმა უნდა არ ჩატარდება, მიზეზის ახსნა არაა საჭირო..
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილების სულები, და იმედია დაკარგულების გადარჩენის შანსი არსებობს კიდევ”, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
“ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა დღევანდელი საღამო არ ჩატარდება. თანავუგრძნობთ ტრაგედიის დროს დაღუპული ოჯახის წევრებს”,- წერს ლელა წურწუმია.
ცნობისთვის, დღეს ბათუმში, SOHO-ში ლელა წურწუმია და ბენდ “ნონ სტოპის” კონცერტი იყო დაგეგმილი.