„მამისონის“ კოტეჯების ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაკარგულ ამავე დასასვენებელ სივრცეში დასაქმებულ დეიდაშვილებს – თემურ ჩარკვიანსა და ნიკა ჩალაძეს ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ნათესავმა განუცხადა, დაკარგულებს ოჯახის წევრები გუშინ, დილის საათებში ესაუბრნენ.
„ზაზა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა, სამივე ბიჭია.. კავშირი გუშინ, საღამოს 11 საათიდან შეწყდა“ – შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ
„სამწუხაროდ, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს გამოქვეყნებული, ოჯახის არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ...“ – უთხრა „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა.
„სტიქიის დროს „მამისონის“ კოტეჯების ტერიტორიაზე ჩემი დეიდაშვილები იმყოფებოდნენ. ორივე იქ მუშაობდა.
დილით გადიოდნენ სახლიდან, სოფელ ლაგვანთიდან და საღამოს ბრუნდებოდნენ. 20 დეიდაშვილი ვართ, დიდი იმედი მაქვს, ისევ ამდენი ვიქნებით, სასწაულის მოლოდინში ვარ“, – უთხრა ფორტუნას ოჯახის ნათესავმა, ნათია ჩუბინიძემ.
ეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი