LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

212
Untitled

„ლელო საქართველოსთვის“ გუშინ “ტვ პირველის” ეთერით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ლელო” ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

“2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია ტვ1-ის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.
“ლელო” მოითხოვს:
1. სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
2. გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები.
3. გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა “ლელოსთვის” მიუღებელია”-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები