ლეონარდო დიკაპრიოსა და მოდის სახლის „გუჩი“ მიერ ორგანიზებულ გალასაღამოზე, ერთ-ერთი პირველი ლეოს საცოლე, 24 წლის კამილა მორონე გამოჩნდა. ამ დღეს მორონე ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ ძალიან სექსუალურ კაბაში.
7 ეკრანული წყვილი, რომელთა ერთად ხილვაც ფანებს რეალურ ცხოვრებაში სურთ
მოდის ექსპერტებმა ამ კაბას „შიშველი კაბა” უწოდეს, რადგან ის სრულად გამჭვირვალე და ძალიან ორიგინალურია. კაბა ბადე-ეფექტით, ალაგ-ალაგ გაფანტული თვლებითა და შიფონისგან შექმნილი ულამაზესი დეტალებითგანსაკუთრებით აიტაცეს ფოტოგრაფებმა.
კამილა მორონე წითელ ხალიჩაზე მარტო გამოჩნდა. ლეონარდო დიკაპრიო ამ დღეს საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული.