დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, “ტვ პირველის” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
დეტალების გასარკვევად “ფორტუნა” დეპუტატის მეუღლეს დაუკავშირდა. როგორც ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 2-დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ , “კოვიდ 19”-ის ტესტირების პასუხი მათთვის ცნობილი დღეს გახდა.
“ახლა მივდივარ კლინიკაში დეტალების გასარკვევად. ორი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში. დღეს დილით ჩაგვიტარდა ტესტირება და ცოტა ხნის წინ გავიგეთ პასუხი”, – ამბობს ვიკა ბუკია.