LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: ევროკავშირი „ოცნებას“ აფრთხილებდა, თუ საქართველომ მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება

83
untitled-design-5

“მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია “ოცნებამ” ბოლომდე მიიყვანოს ის რეფორმები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო.

მისი განცხადებით, თუ საქართველომ მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება – ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებდა.

“ტექნიკური ხარვეზის გამო სრულფასოვნად ვერ მივიღე შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან ჩართვით ვესწრებოდი ამ შეხვედრას, დეტალები არ ვიცი, თუმცა დაახლოებით ინფორმაცია მაქვს თუ რაზე იყო იქ საუბარი. მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს ის გზა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მოკავშირის ევროკავშირის ის დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის გააჩნდა. ამ დახმარების დაკარგვა ეს არ იქნება პარტიის დახმარების დაკარგვა, ამ თანხას დაკარგავენ მოქალაქეები, რომლებსაც ის ეკუთვნის, ამ თანხას ევროკავშირი უგზავნის სახელმწიფოს და არა რომელიმე პარტიას.

თუ საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება, რადგან ყოველთვის ყველა დონეზე ევროკავშირის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ “ქართულ ოცნებას”, რომ ეს ფინანსური დახმარება კავშირშია იმ რეფორმებთან, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეს და უნდა გაატარონ ამ ქვეყანაში, საუბარია სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც დიდწილად განვახორციელეთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის გაძლიერებაზე და ა.შ.” – განაცხადა იოსელიანმა.

mazda magti 5g