LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ზოგიერთი კონკრეტული ლიდერი დაიმალა, ყველა მიხვდება, რასაც ვსაუბრობ

147
BeFunky-collage (3)

ყველა ჩემი საჯარო გამოსვლა უკავშირდებოდა ერთობას, არ არსებობს ეთერი, სადაც მე არ ვსაუბრობდი, რომ ღია კარის მტვრევაა ის, რასაც სამწუხაროდ კონკრეტული ადამიანი, ადამიანები აკეთებდნენ, მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ვთქვით, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეუერთდება მანიფესტს და გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პოლიტსაბჭოზე კონკრეტული ადამიანები კიდევ შემოუერთდებიან მანიფესტს.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს მომდევნო სხდომაზე კიდევ დაემატებიან ადამიანები.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა

„23 ნოემბერს ჩატარდა ძალიან კარგი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს, ამის შემდეგ კიდევ კონკრეტულ ადამიანებს შეეძლოთ, საჯაროდ ესაუბრათ ამაზე, მაგრამ ზოგი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი დაიმალა ამ დროის განმავლობაში. ყველა მიხვდება, რასაც ვსაუბრობ. ამის შემდეგ, დღეების განმავლობაში, ამ კონკრეტულ ადამიანებთან ვმუშაობდით, ვინც დღეს თქვენს წინაშე იყო, მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველა ერთად ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში, შემდეგ პოლიტსაბჭოზე კონკრეტული ადამიანები კიდევ შემოუერთდებიან ამ მანიფესტს. ღია კარის მტვრევას ყველა უნდა შეეშვას, შანტაჟს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ექვემდებარება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g