ჰოლივუდიელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი ვარდისფერი პიჯაკით და ხელთათმანებით პოზირებს. ფოტო Paper Magazine-ის გარეკანისთვის არის გადაღებული. ფოტოს ავტორი ჯეფ ბარკია, სტილისტი ლანა ჯეი ლექი.

სამოსი მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე, გიორგი ქებურიას მიერ წარმოდგენილი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქებურიას შექმნილი სამოსი თუ აქსესუარები მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს ამშვენებს.  ქართველი დიზაინერის ცნობილი თხელი სათვალე ბევრმა მათგანმა მოირგო, მათ შორის რიანამ, რომლისთვისაც ოქროსფერი სათვალე გიორგი ქებურიამ სპეციალურად შექმნა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05