LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლოცვის შემდგომ საუზმე”: აშშ-ში “საქმის გასარჩევად” არჩილ თალაკვაძეს აგზავნიან

139
75336386-1501511979986701-2808650183401799680-o

აშშ-დან საქართველოს მთავრობის მისამართით გამოგზავნილ წერილებს, ხელისუფლებაში რამდენიმე განცხადებით უპასუხეს, თუმცა “ქართული ოცნება” საკითხის მოგვარებას, უფრო ფართო მასშტაბით გეგმავს. კონკრეტულად, საქმე ეხება აშშ-დან პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან გამოგზავნილი რამდენიმე “კრიტიკულ” წერილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეაფასა, როგორც “შინაარსობრივად აცდენილი რეალობა”. ამიტომ სახელისუფლებო უმრავლესობა “შეცდომაში შეყვანილი” კონგრესმენებისა და სენატორების პირისპირ შესახვედრად არჩილ თალაკვაძეს ამზადებს.

ამერიკული გამოცემა  THE HILL სტატიას აქვეყნებს სათაურით „ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირე“, სადაც ნათქვამია, რომ როდესაც კონფლიქტი ემუქრება ახლო აღმოსავლეთისა და ევრაზიის მნიშვნელოვან რეგიონებს, აშშ-ს სანდო პარტნიორი სჭირდება. აქვე განმარტებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და მისი რეგიონული როლი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. სტატიაში წერია, რომ თებერვალში, ვაშინგტონში ქართველი მაღალჩინოსნების მოსალოდნელმა ვიზიტებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლას.

კრიტიკა დასავლეთიდან: 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა

ამავე გამოცემის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast) დაესწრება და კაპიტოლიუმში კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრის ვიზიტს, სტატიაში წერია, რომ გიორგი გახარიას  შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში.

დემოკრატია შესუსტებულია: აშშ-დან ისევ წერილია ბატონო პრემიერო!

“გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულ თანხმობაშია აშშ-სთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით. განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო ამ მხრივ სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამებისა და შეიარაღების მეშვეობით”, – ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები